ხვალ 11 საათიდან, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს, ,,არქიმედეს,, რაიონულ კლინიკაში უფასოდ ჩაუტარდებათ გამოკვლევები. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის, კახა ჯამბურიას თქმით, აქცია მათი ინიციატივით ჩატარდება და საჭიროების შემთხვევაში გამგეობა დევნილებს მედიკამენტების შეძენაშიც დაეხმარება. დღეს, კახა ჯამბურია დვნილებს შეხვდა, მათ პრობლემებს გაეცნო და აღნიშნული აქციის შესახებ პირადად მიაწოდა ინფორმაცია.