ექსპერტიზის პასუხის მიხედვით 12 წლის გოგონას გაუპატიურების ფაქტი დადასტურდა. „მე–8 კლასელი ბიჭები ამავე სკოლის მე–7 კლასის მოსწავლე გოგონას სკოლის უკან ტერიტორიაზე, ნაკვეთებში აუპატიურებდნენ. სურათები გადაუღიათ და იმით აშანტაჟებდნენ ბავშვს. სკოლის დირექტორმა უნდა აგოს პასუხი, რომ ეს ფაქტი გამოეპარა“,-აცხადებს სოფლის რწმუნებული.
სკოლის დირექტორის განცხადებით, გოგონას მიმართ სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილი ბიჭების მხრიდან განსხვავებული ქცევა არავის შეუმჩნევია:
„აღნიშნული ფაქტი სკოლის ტერიტორიაზე და საგაკვეთილო პროცესის დროს არ მომხდარა. თუ ვინმე გოგონას სხვანაირად ექცეოდა არავის შეუმჩნევია. ამიტომ პასუხს არ ვაგებ“,- აღნიშნა სკოლის დირექტორმა.
შს გურჯაანის სამმართველოში ამ წუთებშიც მიმდინარეობს დაკითხვის პროცესი. ამ ეტაპზე უცნობია რამდენი ბრალდებული გამოიკვეთა საქმეში.
გაუპატიურების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 138–ე მუხლით, რომელიც გულისხმობს სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით ქმედებას.
შეგახსენებთ, რომ გოგონა ბებიასთან ერთად იზრდება. ოჯახი კი სოციალურად დაუცველთა შეღავათით სარგებლობს და სტანდარტულ დახმარებას იღებს. როგორც წინასწარ გავარკვიეთ, გოგონაზე ოჯახური ძალადობის შემთხვევებიც გამოიკვეთა, თუმცა არ არის დაზუსტებული. ჩვენი ინფორმაციით, გოგონას ამ დრომდე ფსიქოლოგიური დახმარება არ გასწევია.
knew.ge-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მოძალადეები დაკავებულები არ არიან.