mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

2016 წელს ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 13%–ით გაიზარდა

2016 წელს ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 13%–ით გაიზარდა
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სააგენტოს მონაცემებით, 2015 წელთან შედარებით 2016 წელს ვიზიტორთა საერთო რაოდენობა 13%–ით გაიზარდა.

როგორც სააგენტოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი სულამანიძემ knews.ge-ს განუცხადა, დაცულ ტერიტორიებს 2015 წელს 22 223, ხოლო 2016 წელს 43 354 ვიზიტორი ესტუმრა.
მისი ინფორმაციით, 2015 წლის მონაცემებთან შედარებით 2016 წელს უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 30%–ით, ქართველი ვიზიტორების რაოდენობა 8%–ით გაიზარდა.
,,ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს 2015 წელს 8687 უცხოელი ვიზიტორი ესტუმრა, 2016 წელს კი 11 376. ვიზიტორების რაოდენობის გარდა, გასულ წელთან შედარებით 2016 წელს ტურისტული მომსახურეობიდან მიღებული თანხა 95%–ით გაიზარდა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია,’’– განუცხადა Knews.ge-ს გიორგი სულამანიძემ.