2017 წელს ყვარლის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 1 მილიონ 500 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.
როგორც knews.ge-ს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ, ოთარ ბუჯიაშვილმა განუცხადა, მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან ერთად განათლება, ჯანდაცვა და ინფრასტრუქტურა იქნება.
ბუჯიაშვილის თქმით, იმის გამო, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით მომავალ წელს მუნიციპალიტეტებს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად თანხა აღარ გამოეყოფათ, უწყება სოფლებში არსებული პრობლემების მოგვარებას ადგილობრივი ბიუჯეტიდან დააფინანსებს.
,,წელს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში სოფლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, მათ შორის სოფლის ბაღების რეაბილიტაცია, არხების კალაპოტების გაწმენდა, გარეგანათებების სისტემის მოწესრიგება და გადაწყდა ის სასოფელ, რაც სოფლებისთვის მნიშვნელოვანი იყო. ყველა პროექტი, რომელიც სოფ2016 წელს დაიწყო სოფლებში დასრულებულია. 2017 წელს რაც შეეხება ვიცით, რომ სოფლის დახმარების პროგრამა შესაძლოა აღარ გაგრძელდეს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადგილობრივოი ბიუჯეტით შევეჭიდოთ ამ საქმეს. მართალია რთულია მაგრამ იმედია შევძლებთ.
ბიუჯეტი ჯერ დამტკიცებული არ არის. ბიუჯეტის პროექტში ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით 400 000 ლარია გათვალისწინებული, ამას ემატება ნაპირსამაგრი და სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხები და მთლიანად ინფრასტრუქტურის კუთხით სავარაუდოდ 1 მილიონ 500 000 ლარზე მეტი დაიხარჯება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამას რაც შეეხება ადგილობრივი ბიუჯეტიდან და სხვადასხვა სახსრებიდან ჩვენ საჭირო თანხას მოვიძიებთ, რომ სოფლებში შექნილი პრობლემები მოვაგვაროთ,”- განუცხადა knews.ge-ს ოთარ ბუჯიაშვილმა.