mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

23 ათასი წიგნი ღია ჭერქვეშ ლპება

23 ათასი წიგნი ღია ჭერქვეშ ლპება
გურჯაანის მუნიციპალიტე­ტის სოფელ ბაკურციხის ყო­ფილი სასოფლოჶსამეურნეო ტექნიკუმის ბიბლიოთეკაში დაცული უნიკალური წიგ­ნები ნადგურდება. ბიბლიო­თეკის შენობა ავარიულია, იატაკი დამპალია და ჭერი­დან წყალი ჩამოდის, ფან­ჯრები ჩამტვრეულია, ხოლო აქ დაცული 23 ათასამდე უნიკალური წიგნადი ფონდი ნადგურდება. 

ბაკურციხელების თქმით, როდესაც ტექნიკუმი დაიშალა, ბიბლიოთეკა უპატრონოდ დარჩა. შენობას ერთი დარაჯი იცავდა, რომელიც ხელფასის უქონლობის გამო წავიდა. ადგილო­ბრივები წიგნების გადასარჩენად დახ­მარებას ხელისუფლებას სთხოვენ.
ბაკურციხელები აცხადებენ, რომ შენობაში სათანადო ინფრასტრუქ­ტურის არარსებობის გამო წიგნები პირდაპირ იატაკზე ყრია, რომელიც სინესტისა და მომრავლებული მღ­რღნელების გამო დაზიანებულია. მათი თქმით, წლების წინ აღნიშნული ბიბლიოთეკა კახეთის რეგიონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული კერა იყო და აქ დაცული წიგნების წასაკითხად მკითხველები რეგიონის სხვადასხვა სოფლებიდანაც ჩამო­დიოდნენ.
,,მე არ ვიცი მაგრამ ასე ამბობენ აქ ადრე ძალიან კარგი ბიბლიოთეკა იყო და ხალხი სხვა სოფლებიდან და მუნიციპალიტეტებიდან მოდიოდა წიგნების წასაკითხად. ერთ-ერთი ძლიერი კულტურული კერა იყო, ახლა კი უყურადღებოდ არის დატო­ვილი და მღრღნელები ანადგურებენ ამ უნიკალურ წიგნებს. იმ წიგნების ნახევარიც აღარ ევარგება რაც ადრე იყო’’,- განაცხადა ბაკურციხელმა ნანა ლაზიაშვილმა.
ბაკურციხელების თქმით, გასულ წლებში მთელი სოფელი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის ბიბლიოთე­კის წიგნებით სარგებლობდა, ახლა კი უყურადღებოდ არის მიტოვებული. ადგილობრივების თქმით, შენობას არ აქვს კიბე, რომ შევიდნენ და არ­სებული სიტუაცია ადგილზე ნახონ. ბაკურციხელები თვლიან, რომ ად­გილობრივმა ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს, გაარემონტოს შენობა ან უნიკალური წიგნები სხვა ადგილას გადაიტანოს.
სოფლის სხვა მცხოვრებლის თქ­მით, კი ბიბლიოთეკის შენობას აუ­ცილებლად უნდა ჩაუტარდეს სა­რეაბილიტაციო სამუშაოები, რომ მან ისტორიული სახე შეინარჩუნოს. ბაკურციხელები იმასაც ამბობენ, რომ ბიბლიოთეკის უყურადღებოდ მიტოვების გამო, შენობიდან ბევრი ძვირფასი წიგნი გაიტანეს, რომელიც სავარაუდოდ უკვე განადგურებულია.
”ძალიან ცუდია, რომ ბიბლიოთეკის შენობა უკვე იმდენად ამორტიზებუ­ლია, რომ მალე დაინგრევა. თანდათა­ნობით ნადგურდება წიგნებიც. იქნებ როგორმე ადგილობრივმა ხელისუ­ფლებამ იზრუნოს, გაარემონტოს ეს შენობა ან წიგნები სხვა რომელიმე შენობაში გადაიტანოს. შესაძლებელია გარემონტებული და თანამედროვე შენობა გამოიყოს და იქ განთავსდეს სოფლის ბიბლიოთეკა. ადრე ყველას შეეძლო ესარგებლა ამ ბიბლიოთეკით, ნებისმიერი წიგნი გამოგვქონდა და ვკითხულობდით, ახლა კი, ეს ფუფუ­ნება აღარ გვაქვს. გარდა ამისა, იმის გამო, რომ შენობას არ ყავს დაცვა, აქვე მცხოვრები მოსახლეობა როცა უნდა შედის და გამოაქვს წიგნები. დღითი­დღე უფრო მეტი წიგნი ნადგურდე­ბა’’,- განაცხადა ბაკურციხელმა ლენა ქუმსიაშვილმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ ბაკურ­ციხის ბიბლიოთეკაში დაცული წიგ­ნები უნიკალური სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურული გამო­ცემებია. უწყებაში განმარტავენ, რომ სასოფლოჶსამეურნეო ტექნიკუმის შენობა მუნიციპალიტეტის ბალან­სზეა, ხოლო წიგნები სახელმწიფოს კუთვნილებაა და ამ დროისთვის ეკონომიკის სამინისტროსთან მიმდი­ნარეობს მოლაპარაკებები წიგნადი ფონდის გადმოცემასთან დაკავში­რებით.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგა­ზრდულ საქმეთა სამსახურის უფრო­სის, ეკატერინე ბეროშვილის თქმით, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია სპე­ციალური კომისიის შექმნა, რომლის დახმარებითაც წიგნების აღრიცხვა და მათი სხვადასხვა ბიბლიოთეკებში გადანაწილება მოხდება.
,,ბაკურციხის ბიბლიოთეკა სახელ­მწეიფო ბალანსზეა და იქ რამდენიმე ათასი წიგნი იყო დაცული. ახლა შენო­ბა სადაც განთავსებულია ბიბლიოთეკა ავარიულია, დაზიანებულია წიგნების ნაწილიც. 2013 წელს მუნიციპალი­ტეტის გამგეობას წიგნების გადმო­ცემასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროსთან ჰქონდა მიმოწერა. ახლა განვაახლებთ ამ პროცესს და ამის შემდეგ შევქმნით კომისიას, რომელიც აღწერს წიგნებს და გადაარჩევს, რომე­ლი გადანაწილდება ბიბლიოთეკაში და რომელი მაკულატურაში’’,– განაცხა­და ეკატერინე ბეროშვილმა.
ბაკურციხეში გურჯაანის მუნი­ციპალიტეტის გამგებლის წარმო­მადგენლის ოფისში ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ და პირად საუბარში აცხადებენ, შენობას დღე­მდე ისინი პატრონობენ, თუმცა იმის გამო რომ შენობას დაცვა არ ყავს, სოფლის მოსახლეობას ბიბლიო­თეკიდან წიგნები გააქვს. მათივე ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში აღნიშნული პრობლემა წიგნების სხვა შენობაში გადატანის შემდეგ აღმოიფხვრება.
კონკრეტულად რამდენ ხანში მოხდება წიგნების აღრიცხვა და მათი სხვა შედარებით უსაფრთხო ადგილზე გადატანა, გამგეობაში ვერ აკონკრეტებენ, მანამდე კი უცნობია განადგურებას და მღრღნელებს გადარჩენილ უნიკალურ წიგნებს რა ბედი ეწევა.