mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

სარა დიჩის სახელობის ტრენინგ-ცენტრი

სარა დიჩის სახელობის ტრენინგ-ცენტრი

 

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მედია ცენტრი კახეთის” MCK ბაზაზე, ქალაქ თელავში, მშვიდობის კორპუსის მოხალისე სარა დიჩის სახელობის ტრენინგ ცენტრი მუშაობას აგრძელებს. 

ტრენინგ-ცენტრი აღჭურვილია უახლესი ტექნიკით. სამოქალაქო ორგანიზაციებსა და კერძო პირებს შეუძლიათ დაგეგმონ როგორც ტრენინგები, ასევე შეხვედრები და სემინარები.

სარამ მუშაობის 2 წლიან პერიოდში ორგანიზაციის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.  სარა დიჩის დახმარებით ორგანიზაციამ გახსნა ტრენინგ-ცენტრი, რომელიც აქტიურად მუშაობს, როგორც სამოქალაქო სექტორის, ასევე აქტიური მოქალაქეების განათლების, ინფორმირებისა და გააქტიურების ხელშეწყობისათვის.

სარა დიჩმა, მშვიდობის კორპუსის ამერიკელმა მოხალისემ, მედია ცენტრი კახეთის MCK  გუნდთან თავისი მუშაობა 2017 წელს დაიწყო, მისი მხარდაჭერით საფუძველი ჩაეყარა არაერთი მნიშვნელოვანი პროეტის განხორციელებას კახეთის რეგიონში, რამაც ხელი შეუწყო ახალგაზრდების, მეწარმე ქალებისა და ფერმერებისათვის საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობების დანერგვას. მან ასევე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ორგანიზაციის შესაძლებლობათა განვითარებაში. 

2019 წლის 31 მაისს ადგილობრივ სამოქალაქო სექტორში შეტანილი წვლილისათვის  თელავში სარა დიჩის სახელობის ტრეინინგ-ცენტრი საზეიმოდ გაიხსნა, რომელიც რეგულარულად მასპინძლობს საჯარო შეხვედრებს, ტრეინინგებსა და სემინარებს. ცენტრის საქმიანობა მხარს უჭერს არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობას.  ამ დრომდე ცენტრის სივრცით 600 მდე მოქალაქემ ისარგებლა. 

ნახეთ ვიდეო, რომელიც სარა დიჩის ორწლიანი მუშაობის პროცესს ასახავს. მედია ცენტრი კახეთის MCK გუნდი მადლობას უხდის მშვიდობის კორპუსს საქართველოში და მის მოხალისე სარა დიჩს საუკეთესო თანამშრომლობისა და ორგანიზაციის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისავის.