mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

კახეთის რეგიონული ჰაბი

კახეთის რეგიონული ჰაბი

ააიპ მედია ცენტრი კახეთის (MCK) მიერ 2017 წელს დაიწყო პროექტის: „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ განხორციელება კახეთის რეგიონში, რომლის ფარგლებში შეიქმნა „კახეთის რეგიონული ჰაბი“.   

„კახეთის რეგიონული ჰაბი“ აერთიანებს  რვა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. პროექტის მთავარი მიზანი იყო ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის გააქტიურების ხელშეწყობა და სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერება.  ჰაბმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი  საზოგადოებრივი ორგზანიზაციების გაძლიერებას, არსებული გარემოს გაუმჯობესებას.

პროექტის ფარგლებში  შეიქმნა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთიანი პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს ინფორმაციისა და შესაძლებლობების ურთიერთ გაცვლას, აკავშირებს მოხალისეთა რესურსებს და აქტიურად ეხმარება სამოქალაქო სექტორს  გაძლიერებაში.

3 წლის მანძილზე კახეთის რეგიონული ჰაბის მეშვეობით ჩატარდა 100 მდე საინფორმაციო და სადისკუსიო შეხვედრა,მათ შორის,  ეროკავშირთან ასოცირების შესახებ, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის DCFTA თაობაზე. პროექტის პერიოდში მომზადდა ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების განახლებადი ბაზები,  იურიდიული, საორგანიზაციო და საინფორმაციო კონსულტაცია გაეწია 50 მდე ორგანიზაციასა და საინიციატივო ჯგუფს. ჰაბის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსა და შეხვედრებში, ფორუმებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო საზოგადოებისა და აქტიური მოქალაქეების  5000 ზე მეტმა წარმომადგენელმა.

ჰაბი ხელს უწყობს სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციურ გაძლიერებას და ურთიერთ თანამშრომლობითი პარტნიორობის განვითარებას. ამ პროცესში  ჩამოყალიბდა საბაზისო ურთიერთობები რეგიონის წამყვან სექტორებს შორის, როგორიცაა სამოქალაქო სექტორი და ადგილობრივი თვითმმართველობა.

პროექტის ფარგლების ფარგლებში ჰაბის მიერ მიღწეულია შემდეგი შედეგები:

  • სსოებისა და სათემო კავშირის წარმომადგენლების მხრიდან გაზრდილია ანგარიშვალდებულება მოქალაქების მიმართ.
  • სსოების, სათემო კავშირების წარმომადგენლებს, ახალგაზრდებსა და მოხალისეებს აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის კარგი და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის მაგალითები. ჩართული არიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
  • სსოებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის გაჩნდა კოორდინირებული მუშობის სისტემა ჰაბის მიერ საკონსულტაციო საბჭოს ჩამოყალიბების სახით. (საბჭო განიხილავს მოქალაქეების ინიციტივებს და ადვოკატირებას უწევს თვითმმართველობასთან, რისი წარმატებული მაგალითიც გვაქვს).
  • ჰაბმა უზრუნველყო სსოების, სათემო ცენტრებისა და ადგ.ხელისუფლების ერთობლივი შეხვედრების ორგანიზება, სამუშო შეხვედრებზე განიხილებოდა პრობლემური საკითხები და ისახებოდა მოგვარების გზები.
  • ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონე იყო საკმაოდ დაბალი. ჰაბმა ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრები საზოგადების ფართო ფენებისთვის.
  • კახეთის რეგიონულ ჰაბს უკავშირდება მოხალისეობის პირველი რეგიონული ფორუმის ორგანიზება, რომელმაც მნიშვნელოვნად გააძლიერა მოხალისეობის იდეა რეგიონულ დონეზე. ფორუმს ესწრებოდნენ ადგილობრიივ მუნიციპალიტეტების, სამოქალაქო სექტორის, ბიზნესის, მედიის წარმომადგენლები, მოხალისეობის მსურველი ახალგაზრდა აქტივისტები. დამსწრე უცხოელმა მოხალისეებმა მესამე სექტორს გაუზიარეს მოხალისეობასთან დაკავშირებული გამოცდილება.
  • პერმანენტულად ხდებოდა სსოების, სათემო ორგანიზაციის ქსელური შეხვედრები ჰაბის ოფისში, სადაც ორგანიზაციის წარმომადგენლები საუბრობდნენ არსებულ პრობლემებზე და ერთმანეთს უზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებას მოგვარების გზებზე.
  • ჰაბმა უზრუნველყო დროის ბანკის პოპულარიზაციის კუთხით დაგეგმილზე გაცილებით მეტი საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება. (ასევე, პირადი და სატელეფონო საუბრები). დროის ბანკი იყო სიახლე ყველასათვის და რთულად აღსაქმელი თუ როგორ შეიძლებოდა ამ სერვისის ეფექტურად გამოყენება საჭიროებებისათვის. ჰაბმა უზრუნველყო მსურველთა საიტზე დარეგისტრირება, ჯამში 600-მდე პირი.
  • მომზადდა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების და სათემო ორგანიზაციების ბაზა, რომელსაც აქტიურად ვუზიარებთ დაინტერესებულ ორგანიზაციებს.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „მედია ცენტრი კახეთი“.