mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

Covid პანდემიის მართვა მუნიციპალურ დონეზე

Covid პანდემიის მართვა მუნიციპალურ დონეზე
Covid პანდემიის მართვა მუნიციპალურ დონეზე – გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის შესაძლებლობები, – ამ თემაზე უმასპინძლა ინტერმუნიციპალურ ვორქშოპს „მედია ცენტრმა კახეთმა“18 ივნისს.
 შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს კახეთის 8 მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებმაც ბოლო 18 თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტებში კოვიდ პანდემიის მართვის საკითხები მიმოიხილეს.
Covid 19 ის პანდემიის პერიოდში მუნიციპალური ჯანდაცვის სერვისების გამოწვევებისა კრიზისებზე რეაგირების ქმედებათა შედეგებზე ისაუბრა კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსმა ნინო უტიაშვილმა.
რეგიონში იმუნიზაციის პროცესის პოპულარიზაციის მიმართულებით და კოვიდრეგულაციების კუთხით არსებული ვითარების ანალიზი წარადგინა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტებში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრეს საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს მერიის წარმომადგენლება და სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად იმუნიზაციის პოპულარიზაციის მიმართულებით თანამშრომლობის გეგმა დასახეს.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კოვიდ პანდემიის ფონზე რეგიონში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, რომლის თაობაზეც გურჯაანის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა ისაუბრა.
აქტივობა განხორციელდა მედია ცენტრი კახეთის ( MCK ) მიერ. პროექტი მიმდინარეობს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით: ,,მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტი (MUSQAT)‘’ ფარგლებში.
პროექტის განმახორციელებელია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) მედია ცენტრ კახეთთან (MCK) ერთად.