mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

ხშირად დასმული კითხვები

ძირითადი შეკითხვები როდის დაარსდა ორგანიზაცია? სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია „მედია ცენტრი კახეთი“ 2002 წლის 3 სექტემებერს შეიქმნა.  ორგანიზაციის მთავარი ოფისი მდებარეობს ქალაქ თელავში. რა არის ორგანიზაციის…

ძირითადი შეკითხვები
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია „მედია ცენტრი კახეთი“ 2002 წლის 3 სექტემებერს შეიქმნა.  ორგანიზაციის მთავარი ოფისი მდებარეობს ქალაქ თელავში.
ორგანიზაციის ძირითადი მიმართულებებია:
– რეგიონული განვითარება და ადგილობრივი დემოკრატია;
– ადგილობრივი სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციების მხარდაჭერა
– მოქალაქეთა ჩართულობის მხარდაჭერა
– თვითმმართველობის ხელშეწყობა
– ადგილობრივი ეკონომიკისა და ქალ მეწარმეთა გაძლიერება.
– ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის მხარდაჭერა;
– მუნიციპლური სერვისების გაუმჯობესების ხელშეწყობა;
– ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების შესახებ ინფორმირება
– ახალგაზრდული მოხალისეობის ხელშეწყობა
– ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინტეგრაცია
ორგანიზაციის ძირითადი სამიზნე ჯგუფებია:
– ადგილობრივი სამოქალაქო/სათემო ორგანიზაციები;
– თვითმმართველობის ორგანოები;
– მეწარმე ქალები
– ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები
– ახალგაზრდები

მიმდინარე პროექტები: 

 პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.  პროექტის განხორციელების პერიოდი: 2017-2020 წლები. 

MCK მედია ცენტრი კახეთი ადგილობრივი პარტნიორი. ორგანიზაცია, როგორც კახეთის რეგიონული ჰაბი აქტიურად მუშაობს კახეთის რეგიონში. პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (KEDEC) პარტნიორობით. კახეთში რეგიონულ ჰაბს კოორდინაციას უწევს არასამთავრობო ორგანიზაცია მედია ცენტრი კახეთი.

პროექტი „მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტი (MUSQAT)“ პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. როექტის განხორციელების პერიოდი: 2019-2022 წლები. 

მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტი 2 წლიანი პროექტია, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მიმდინარეობს 2019 წლის 17 ოქტომბრიდან. პროექტი ხორციელდება კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) მიერ, პარტნიორ ორგანიზაციასთან: მედია ცენტრ კახეთთან თანამშრომლობით.

 პროექტის სახელწოდება: „ჩემი ქუჩა, ჩემი ქალაქი“ პროექტი ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტს „სათემო განვითარების ცენტრი“ და „მედია ცენტრი კახეთი“ MCK ერთობლივად ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ქალაქ თელავში ისტორიული  ქუჩის განვითარების პოტენციალის კვლევა მიმდინარეობს.

დასრულებული პროექტები: 

2019 წელი: პროექტის სახელწოდება: „მეწარმე ქალთა კლუბი“ პროექტი დაფინანსებულია NDI ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ. პროექტის ბიუჯეტი 26810 ლარი.

მეწარმე ქალთა კლუბი მიზნად ისახავდა თელავის მუნიციპალიტეტში მეწარმე ქალების საჭიროებების ადვოკატირებას. პროექტის ფარგლებში მოხდა მეწარმე ქალების საჭიროებების იდენტიფიცირება, რის საფუძველზეც თელავში არსებულმა სამოქალაქო საკონსულტაციო საბჭომ მიმართა თელავის თვითმმართველობას რეკომენდაციებით, რათა მუნიციპალიტეტმა გამოყოს ადგილობრივი მეწარმეებისათვის მუდმივი სავაჭრო ადგილი. თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან და საკრებულოსთან განხორციელდა ადვოკატირების კამპანია, რის შედეგად თელავის მერიამ დაიწყო განხილვა.

2019 წელი: პროექტის სახელწოდება: „ადგილობრივი ინიციატივები ადგილობრივი განვითარებისათვის“ პროექტის მხარდამჭერი – ევროპის ფონდი. პროექტის ბიუჯეტი: 62890 ლარი

პროექტი მიზნად ისახავდა ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივების მხარდაჭერას ადგილობრივ თვითმმართველობაში. პროექტის შედეგად თელავსა და გურჯაანში ჩამოყალიბდა სამოქალაქო საკონსულტაციო საბჭოები, შეიქმნა მოქალაქეთა ჩართულობის პლატფორმა initiative.ge სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ საკუთარი ინიციატივები წარუდგინონ მუნიციპალიტეტს განსახილველად.

2019 წელი: პროექტის სახელწოდება: ინტერმუნიციპალური სოციალური პოლიტიკის მხარდაჭერა კახეთის რეგიონში პროექტი განოხორციელდა ევროკავშირის მხარდაჭერით World Vision საქართველოსთან თანამშრომლობით. პროექტის ბიუჯეტი 14000 ევრო.

პროექტის ფარგლებში მომზადდა კახეთის სამი მუნიციპალიტეტის სოციალური სერვისევბის კვლვა.  შემუშავდა ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის პლატფორმა და შეიქმნა ინტერმუნიციპალური სოციალური პოლიტიკის დოკუმენტი.

–>