- პუბლიკაციები
- სიახლე
- 09.01.2023
- 1213
- Maia Mamulashvili
მედია ცენტრი კახეთის (MCK ) გუნდმა 29 დეკემბერს 2022 წლის ანგარიში წარადგინა.
სამოქალაქო ფორუმი ,,თანამშრომლობა ადგილობრივი განვითარებისათვის“ სამთავრობო და სამოქალაქო აქტორების წლიური ანგარიშის პრეზენტაცია სასტუმრო ზუზუმბო სპა რეზორტში მოეწყო.
შეხვედრის მიზანი იყო სამოქალაქო საზოგადოების და ადგილობრივი თვითმართველობის თანამშრომლობის გაძლიერება და გაღრმავება. კახეთის რეგიონის ოთხმა ორგანიზაციამ ,,მედია ცენტრი კახეთი”, ,,კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი“, ,,კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი KRDF“ და ,,რეგიონის განვითარების ცენტრი“, დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს ორგანიზაციის წლიური ანგარიშები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, პედაგოგები, სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები და მოსწავლეები.
გაიმართა პანელური დისკუსია სამოქალაქო სექტორსა და თვითმმართველობას შორის. ღონისძიების აღნიშნული ნაწილი ეხებოდა სამომავლო თანაშრომლობის შესაძლებლობებსა და ერთობლივი ინიციატივების შემუშავებას.