ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციას მედია ცენტრი კახეთი MCK დღეს არსებობის 23 წელი შეუსრულდა. მაშინ, როდესაც საქართველოში არც შუქი, არც პური და არც გზები არსებობდა, სამოქალაქო ორგანიზაციის შექმნა და მისი ამუშავება გადავწყვიტეთ.
ორგანიზაციამ 2002 წლიდან დაიწყო მუშაობა კახეთის რეგიონში და მისი მიზანი ადგილობრივი საზოგადოების გაძლიერების ხელშეწყობა იყო.
MCK-მ ოფიციალურად რეგისტრაცია 2002 წლის 3 სექტემბერს გაიარა და დღემდე კახეთის რეგიონში ადგილობრივი საზოგადოების მხარდაჭერისთვის სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. ორგანიზაციის დამფუძნებლები, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საქმეში სხვადასხვა პროფესიის თანამოაზრეები არიან, რომელთა მორალური მხარდაჭერით ორგანიზაციამ დღემდე შეძლო არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელება.
პირველი პროექტი გაეროს მსოფლიო ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და ტრენინგში მონაწილე ქალებს თითო ტომარა ფქვილი გადავეცით. 2001-2002 წლებში ეს საჩუქარი, როდესაც ოჯახები სიღარიბის ზღვარზე იმყოფებოდნენ, უდიდესი შვება იყო. პროექტი Nino Odishelidze ინიციატივით განახორციელა, რომლის ფარგლებში სიღარიბის ზღვარზე მყოფი ოჯახის დიასახლისებისათვის ლიედრობის სასწავლო პროგრამა საქართველოს 29 სოფელსა და თემში ჩატარდა.
მას შემდეგ უამრავი სიახლე, გამოწვევა და სირთულე გადავლახეთ. წლების მანძილზე ორგანიზაციამ ათეულობით ახალგაზრდა, გულანთებული და საკუთარ საქმეზე შეყვარებული თანამშრომელი გამოზარდა, 23 წლის მანძილზე ასეულობით თემატური ტრენინგი, სასწავლო და გადამზადების პროგრამები განახორციელა, ათეულობით მცირე საგრანტო პროგრამები, ახალგაზრდული ბანაკები, საზოგადოებრივი ღონისძიებები, საინფორმაციო შეხვედრები, ცნობიერების ამაღლების კამპანიები, ათეულობით პოდკასტი და გადაცემები, რომელთა ფარგლებში ჩვენი სერვისები ათეულ ათასმა ადამიანმა მიიღო და საკუთარი ცხოვრების ხარისხი გაიუმჯობესა.
ჩვენი არსებობის 23 -ე წელს კი ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული არაკონსტიტუციური და უსამართლო კანონის: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რეგისტრაციაზე უარით ხვდება. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ საქართველოში დემოკრატიული ცვლილებები არ განხორციელდება, ორგანიზაცია არსებული ფორმით შეწყვეტს საქმიანობას.
ჩვენ გვჯერა დამოუკიდებელის საქართველოს იდეის, ქართველი ხალხის შეუპოვარი ბრძოლის ძალის და იმ მხარდაჭერის, რასაც ჩვენი ახალგაზრდა თაობა ავლენს საქართველოს დამოუკიდებლობის გზაზე. MCK ს გუნდი ორგანიზაციული თუ ინდივიდუალური ფორმით ყველაფერს გააკეთებს იყოს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების გვერდით და გააგრძელოს ადგილობრივი საზოგადოების მხარდაჭერა. გავიმარჯვებთ სახელოვნად!