“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა 40 % აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, გამოკითხულთა 10 %–სთვის „ნაციონალურ მოძრაობა“, 3 % ასახელებს „პატრიოტთა ალიანსს“ და 3% – „თავისუფალ დემოკრატებს“.
გამოკითხულთა 22 %-ის განცხადებით, მის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას. NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1,8%_ია.
“ეროვნულ–დემოკრატიულ ინსტიტუტის” კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.