mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

NDI – მოსახლეობის მხარდაჭერა ევროკავშირის და ნატოს მიმართ კვლავ მაღალია

NDI – მოსახლეობის მხარდაჭერა ევროკავშირის და ნატოს მიმართ კვლავ მაღალია
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 2016 წლის ნოემბერი–დეკემბრის საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კითხვაზე – მისაღებია თუ არა მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, დადებითი მაჩვენებელი, 2015 წელთან შედარებით, 72%-მდეა გაზრდილი.

გამოკითხულთა 18%-სთვის მიუღებელია, ხოლო კითხვაზე პასუხი არ აქვს 10 პროცენტს. გამოკითხულთა 53%–ს მიაჩნია, რომ ქვეყანა მეტ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით.
31 პროცენტის აზრით, მეტ სარგებელს მიიღებს რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებით, 7% არცერთს არ ეთანხმება, ხოლო 9 პროცენტმა პასუხი არ იცის, უარის პასუხზე 1%. გამოკითხულთა 62 პროცენტისთვის მისაღებია საქართველო გახდეს ნატოს წევრი, 25%-სთვის მიუღებელია, ხოლო დაახლოებით 10 პროცენტს პასუხი არ აქვს.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2016 წლის 4 ნოემბერიდან 4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. ორგანიზაციის ინფორმაციით, საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1,8%-ია.
“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.