mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

NDI ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

NDI ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა წარმოადგინა საზოგადოებრივი აზრის კვლევა, სადაც ერთ-ერთი საკითხი ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას ეხება.

კვლევის თანახმად, საზოგადოების ნაწილი მხარს უჭერს ქალების უფრო მეტ ჩართულობას პოლიტიკურ პროცესში. გამოკითხულთა 69% ფიქრობს, რომ საქართველოში ამომრჩევლები მამაკაც კანდიდატს უფრო აძლევენ ხმას, ვიდრე ქალ კანდიდატებს.
გამოკითხულთა დაახლოებით 66%-ს მიაჩნია, რომ საქართველოში ქალებს პოლიტიკური პარტიაში დაწინაურების კარგი შანსი აქვს. NDI-ს მიერ გამოკითხულთა 57% ფიქრობს, რომ ქალებს პოლიტიკაში ჩასართავად ყველაზე მეტად ოჯახთან დაკავშირებული საკითხები უშლის ხელს.
გამოკითხულთა დაახლოებით 52%–ის აზრით, საქართველოში ქალებს უჭირთ პოლიტიკური საქმიანობისთვის ფინანსების მოძიება. გამოკითხულთა 68% მიიჩნევს, რომ ოჯახური ვალდებულებების გამო ქალებს დრო არ რჩებათ პოლიტიკისთვის.
ამჟამად საქართველოს პარლამენტში ქალების 15%-ია წარმოდგენილი. გამოკითხულთა 52% თვლის, რომ ეს ძალიან ცოტაა. რაც შეეხება საუკეთესო გადანაწილებას პარლამენტში, გამოკითხულთა 39% ამბობს, რომ ქალები პარლამენტში 30%-ით უნდა იყვნენ წარმოდგენილნი.  56% ფიქრობს, რომ ქალთა გაზრდილ მაჩვენებელს პარლამენტში მხოლოდ დადებითი გავლენა ექნებოდა საზოგადოებაზე.
რაც შეეხება სავალდებულო გენდერული კვოტის შემოღებას პარლემენტში, NDI-ს მიერ გამოკითხულთა 16% სრულად უჭერს მხარს, 52% მხარს უჭერს, 15% არ უჭერს მხარს, 5% საერთოდ არ უჭერს მხარს, ხოლო 12%–ს პასუხი არ აქვს.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2016 წლის 4 ნოემბერიდან 4 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1,8%-ია.
“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.