2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტმა (NIMD) განაახლა ამომრჩეველთა საინფორმაციო ვებ-გვერდი www.partiebi.ge.
www.partiebi.ge NIMD-ის პროექტია, რომელიც 2012 წლიდან მოყოლებული რეგულარულად აქვეყნებს საქართველოს პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო შეხედულებებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე. პროექტი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ არის დაფინანსებული და მიზნად ისახავს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ხელი შეუწყოს, როგორც პარტიათა პოლიტიკური წინადადებების ფორმირებას, ისე საზოგადოების ინფორმირებას ამ წინადადებების შესახებ.
2016 წლის არჩევნებისთვის, ეს ვებ-გვერდი იქნება სივრცე არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისათვის, სადაც მათ საშუალება მიეცემათ განათავსონ საკუთარი ხედვა და საარჩევნო პროგრამები, რაც გაზრდის ამომრჩევლის ინფორმირებულობის დონეს.
გარდა ამისა, მრავალპარტიული ვებ-გვერდის შექმნით, გაცილებით მეტ პოლიტიკურ ძალას მიეცემა საშუალება შეიმუშაოს პოლიტიკის ხედვა და ონლაინ პლატფორმის მეშვეობით ხელმისაწვდომი გახადოს დაინტერესებული მხარეებისთვის. ვებ-გვერდი ქართულ, ინგლისურ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე იქნება ხელმისაწდომი.