ორგანიზაციის პარტნიორები: მშვიდობის კორპუსი: 2017 წლიდან ჩვენი ორგანიზაცია მონაწილეობს „მშვიდობის კორპუსის’ ორგანიზაციული განვითარების პროგრამაში. 2017-2019 წლებში „მედია ცენტრი კახეთის“MCK გუნდში მუშაობდა ამერიკელი მოხალისე სარა დიჩი.…
ორგანიზაციის პარტნიორები:
მშვიდობის კორპუსი: 2017 წლიდან ჩვენი ორგანიზაცია მონაწილეობს „მშვიდობის კორპუსის’ ორგანიზაციული განვითარების პროგრამაში. 2017-2019 წლებში „მედია ცენტრი კახეთის“MCK გუნდში მუშაობდა ამერიკელი მოხალისე სარა დიჩი. 2019 წელს გაიხსნა სარა დიჩის სახელობის ტრენინგების ცენტრი რომელიც ქალაქ თელავში, ორგანიზაციის ოფისში მდებარეობს.
კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC) ერთობლივად მხარს უჭერენ სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას. „მედია ცენტრი კახეთი“MCK როგორც ადგილობრივი პარტნიორი, წარმოადგენს კახეთის რეგიონულ ჰაბს და მხარდაჭერას უწევს პროექტის იდეების გავრცელებას ადგილზე.
ევროპის ფონდი: 2019 წელს „მედია ცენტრი კახეთის“MCK მიერ განხორციელებული პროექტის „ადგილობრივი ინიციატივები ადგილობრივი განვითარებისათვის“ ფარგლებში ევროპის ფონდმა მხარი დაუჭირა ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების პროგრამას, რის შედეგადაც ორგანიზაციის გუნდმა მიიღო პროგრამული და ფინანსური მართვის გამოცდილება, რასაც დღემდე აქტიურად იყენებს თავის საქმიანობაში.
NDI ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი: მეწარმე ქალთა გაძლიერების, მათი საჭიროებების განსაზღვრის, ინიციატივების დამუშავებისა და მხარდაჭერისთვის, სამოქალაქო ორგანიზაცია „მედია ცენტრმა კახეთმა„ NDI-ის მხარდაჭერით, პროექტი ,,მეწარმე ქალთა კლუბი” განახორციელა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მომზადდა საჭიროებათა კვლევა, ჩატარდა სამიზნე აუდიტორიასთან საინფორმაციო შეხვედრები, მოხდა მეწარმე ქალთა საჭიროებების განსაზღვრა, მათი ინფორმირება, საჭიროებების ინიციატივებად დამუშავება და ადვოკატორება ადგილობრივ თვითმმართველობასთან.
კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი CTC: მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტი“ 2 წლიანი პროექტია, რომელიც დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ და ანხორციელებს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, პარტნიორ ორგანიზაციასთან – „მედია ცენტრი კახეთი“ ერთად. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებას კახეთის რეგიონში. მათ შორის შექმნას საფუძველი მაღალი ხარისხის, ყველასთვის ხელმისაწვდომი და კარგად ადმინისტრირებული მუნიციპალური სერვისების მიწოდებისთვის. პროექტის ფარგლებში განახლდება მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტი. შეიქმნება ელექტრონული პლატფორმა, სადაც საჯაროდ გამოქვეყნდება ინსტრუმენტის მეთოდოლოგია,
სათემო განვითარების ცენტრი: თანამშრომლობა რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. „მედია ცენტრი კახეთი“MCK როგორც ადგილობრივი პარტნიორი ჩართულია სათემო მონაწილეობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ადვოკატირებისა და ინფორმირების კომპონენტში.