mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

დონორები და პარტნიორები

ორგანიზაციის პარტნიორები:   მშვიდობის კორპუსი:  2017 წლიდან ჩვენი ორგანიზაცია მონაწილეობს „მშვიდობის კორპუსის’ ორგანიზაციული განვითარების პროგრამაში. 2017-2019 წლებში „მედია ცენტრი კახეთის“MCK გუნდში  მუშაობდა ამერიკელი მოხალისე  სარა დიჩი.…

ორგანიზაციის პარტნიორები: 

 მშვიდობის კორპუსი:  2017 წლიდან ჩვენი ორგანიზაცია მონაწილეობს „მშვიდობის კორპუსის’ ორგანიზაციული განვითარების პროგრამაში. 2017-2019 წლებში „მედია ცენტრი კახეთის“MCK გუნდში  მუშაობდა ამერიკელი მოხალისე  სარა დიჩი. 2019 წელს  გაიხსნა სარა დიჩის სახელობის ტრენინგების ცენტრი რომელიც ქალაქ თელავში, ორგანიზაციის ოფისში მდებარეობს.

კონრად ადენაუერის ფონდი (KAS)   სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრი (CSRDG)  განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC)  ერთობლივად მხარს უჭერენ სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას. „მედია ცენტრი კახეთი“MCK როგორც ადგილობრივი პარტნიორი, წარმოადგენს კახეთის რეგიონულ ჰაბს და მხარდაჭერას უწევს პროექტის იდეების გავრცელებას ადგილზე.

ევროპის ფონდი: 2019 წელს „მედია ცენტრი კახეთის“MCK მიერ განხორციელებული პროექტის „ადგილობრივი ინიციატივები ადგილობრივი განვითარებისათვის“ ფარგლებში ევროპის ფონდმა მხარი დაუჭირა ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების პროგრამას, რის შედეგადაც ორგანიზაციის გუნდმა მიიღო პროგრამული და ფინანსური მართვის გამოცდილება, რასაც დღემდე აქტიურად იყენებს თავის საქმიანობაში.

სათემო განვითარების ცენტრი:  თანამშრომლობა რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. „მედია ცენტრი კახეთი“MCK როგორც ადგილობრივი პარტნიორი ჩართულია სათემო მონაწილეობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ადვოკატირებისა და ინფორმირების კომპონენტში.