mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

The Telegraph კალიფორნიელებს კახეთში დასახლებას ურჩევს

The Telegraph კალიფორნიელებს კახეთში დასახლებას ურჩევს
ბრიტანულმა გამოცემა ტელეგრაფმა იზრუნა იმ ამერიკელებზე, რომლებსაც საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ ამერიკაში ცხოვრება აღარ სურთ. 

გამოცემამ მათთვის ალტერნატიული ადგილები მოიძია. ერთ-ერთ საცხოვრებელ ადგილად საქართველოს აღმოსავლეთი კახეთი დასახელდა.
“ჯორჯია შტატი არაა, საქართველოა, სადაც სიხარულით მიგიღებენ. ეს ახალი კალიფორნიაა, სადაც გემრიელი კერძები აქვთ და მევენახეობას მისდევენ. იცოდით, რომ საქართველოში ღვინოს 8 000 წელია, რაც ამზადებენ?”, წერს ტელეგრაფი.