USAID-სა და NDI-ის შორის პარტნიორობა ხელს უწყობს მოქალაქეებსა და ადგილობრივ ორგანიზაციებს შორის კავშირების გაღრმავებას. მსგავსი ურთიერთობა უზრუნველყოფს ადვოკატირების ინიციატივების მდგრადობას და მედეგობას, ისეთ საკითებშიც როგორიცაა მაგალითად კორონა ვირუსის მსგავს პანდემიასთან ბრძოლა.
თელავში NDI კახეთის მედია ცენტრთან (MCK) ერთად დაეხმარა ქალ მეწარმეებს უკეთესი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში. კახეთის მედია ცენტრის ხელმძღვანელობით მეწარმე ქალებმა ჩამოაყალიბეს ჯგუფი, რომელიც ადგილობრივ მთავრობასთან საერთო ინტერესების ადვოკატირებას ეწევა. ჯგუფმა უკვე მიაღწია დადებით შედეგს- ადგილობრივი მთავრობისგან მიიღო მხარდაჭერა. ამგვარად თელავში გამოიყო გამოფენა-გაყიდვებისათვის განსაზღვრული ადგილი, სადაც მეწარმეებს ექნებათ შესაძლებლობა გამოფინონ და გაყიდონ თავიანთი პროდუქცია და ამავე დროს წვლილი შეიტანონ ადგილობრივ ტურიზმშიც.
“ჩემთვის მნიშვნელოვანია გავაძლიერო ბიზნესი და წვლილი შევიტანო ჩემი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში … სწორედ ამ მიზნით ვთანამშრომლობთ მერის ოფისთან, რათა ერთად გადავჭრათ მეწარმეების წინაშე არსებული პრობლემები.”– ქალი მეწარმეების ინიციატივის ჯგუფის წევრი თელავში.
კახეთის მედია ცენტრი და ქალთა ინიციატივის ჯგუფი აქტიურობენ კორონა ვირუსის პრევენციის კუთხიდან. ადგილობრივი ბიზნესის წინაშე არსებული სირთულეების მოგვარების მიზნით აწყობენ ონლაინ დისკუსიებს, უზიარებენ ინფორმაციას ადგილობრივ მთავრობას და განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ იმ ინიციატივებზე, რომელიც მხარდაჭერის შესაძლებლობებს იძლევა. მათ შექმნეს სოციალური მედიის პლათფორმაც, რათა ხელი შეუწყონ საზოგადოებისთვის თელავში წარმოებული პროდუქციის გაცნობას და ვირტუალურად შეძლონ თავიანთი ადვოკატირების პროგრამების გაგრძელება. პროექტის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ –here(link is external).
მოქალაქეებისთვის ისეთი უნარ-ჩვევების მინიჭებით, რომელიც მათ ადგილობრივ მთავრობასთან ურთიერთობის გაღრმავებაში შეუწყობს ხელს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მოსახლეობას თემში არსებული პრობლემების გადაჭრაში ეხმარება. წარმატებულად განხორციელებული პროგრამები ზრდის ნდობას ადგილობრივი მთავრობის მიმართ, წაახალისებს მოქალაქეების ჩართულობას და ხელს შეუწყობს ანგარიშვალდებული დემოკრატიის განვითარებას.
USAID და NDI თანამშრომლობენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და ხელს უწყობენ ადგილობრივ მოსახლეობას ხმა მიაწვდინონ მთავრობას. აქტიური მოქალაქეები ზრდიან მთავრობის ანგარიშვალდებულებას.
USAID-ის არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების პროგრამის ფარგლებში, USAID და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი თანამშრომლობენ, რათა ხელი შეუწყონ საქართველოს მოქალაქეების ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობას. პარტნიორობა გულისხმობს ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდას, რაც დაეხმარებათ ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების განსაზღვრასა და ადვოკატირებაში.
2019 წლიდან USAID-იმ და NDI-იმ მოქალაქეების მიერ ინიცირებულ 6 კამპანიას დაუჭირეს მხარი: გორში, თელავში, მარნეულში, ზუგდიდში და ოზურგეთში. მოქალაქეების ადვოკატირების კამპანიებში ჩართვით და როგორც ადგილობრივ, ასევე სახელმწიფო სამოქალაქო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით თითოეულმა ამ კამპანიამ რეალურ შედეგს მიაღწია.
სტატიის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: https://www.usaid.gov/ka/georgia/news-information/news/usaid-and-ndi-helping-communities-find-their-voice?fbclid=IwAR34zDmr_bUw62S0jVRKuEZao2jzLZtbzM_6V3H5n6IHXtUOBkXH4fYQazg