- ბლოგები
- განცხადებები
- მედია ცენტრი კახეთი
- მიმდინარე პროექტები
- სიახლე
- 07.10.2022
- 1281
- Maia Mamulashvili
11 ოქტომბერს, ქალაქ თელავში USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის გახსნის ღონისძიება გაიმართება.
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამას, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით PH International – საქართველო ახორციელებს, საქართველოს 11 რეგიონში მიმდინარეობს.
პროგრამის მიზანია მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა. პროგრამა ითვალისწინებს ტექნოლოგიების დანერგვას სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში, სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარების ხელშეწყობას, ბიზნესისა და სკოლების დაკავშირებას. კახეთის რეგიონიდან პროექტში 56 სკოლა მიიღებს მონაწილეობას და 5 წლის მანძილზე არაერთ საგანმანათლებლო ღონისძიებასა და პროექტს განახორციელებს.
გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობას 200 ზე მეტი წარმომადგენელი მიიღებს.