mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა
მედია ცენტრი კახეთი (MCK) მოხარულია, რომ შეუერთდა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამას, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით PH International – საქართველო იწყებს და საქართველოს 11 რეგიონში განხორციელდება.
პროგრამის მიზანია მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა. პროგრამა ითვალისწინებს ტექნოლოგიების დანერგვას სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში, სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარების ხელშეწყობას, ბიზნესისა და სკოლების დაკავშირებას.
კახეთის რეგიონიდან პროექტში 56 სკოლა მიიღებს მონაწილეობას და 5 წლის მანძილზე არაერთ საგანმანათლებლო ღონისძიებასა და პროექტს განახორციელებს.
24 მაისს აღნიშნული პროექტის ფარგლებში USAID- ის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და განათლების მიმართულების დირექტორი ლეა კაპლანი, საქართველოს ოფისის წარმომადგენლები და PH International – საქართველოს თანამშრომლები „მედია ცენტრი კახეთის“ ოფისში სამოქალაქო განათლების პედაგოგოებსა და მოსწავლეებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა სკოლებში სამოქალაქო განათლების მნიშვნელობას და ახალგაზრდების ჩართულობას ადგილობრივი თემისათვის მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად.